Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების შესახებ ვბრძანებ:

1.  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტზე,  დასკვნითი  გამოცდები განხორციელდეს მხოლოდ „LMS“ და „e- learning“ აკადემიური პლატფორმებისა და „ZOOM“- ის მეშვეობით;

2. დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების ფორმატი:

1)  წერითი გამოცდა „e- learning“ აკადემიური პლატფორმაზე;

2) ზეპირი გამოცდა “ZOOM” - იი, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით;

 ლექტორი თავად ირჩევს გამოცდის ფორმატს.

2. დამატებით   გამოცდაზე   დაშვების   წინაპირობა: ფორმა #100, სამხედრო სამსახური,  დაუძლეველი პირობა;

3. ლექტორი   ვალდებულია,  დეტალური ინფორმაცია  დასკვნითი  გამოცდის ხანგრძლივობის, ფორმატისა და შეფასების სქემის შესახებ, განათავსოს e-learning აკადემიურ პლატფორმაზე, შესაბამისი სასწავლო კურსის გვერდზე, მიმდინარე წლის 10 ივნისამდე.

4. სტუდენტი ვალებულია გამოცდა ჩააბაროს  მხოლოდ „LMS“ და „e- learning“ აკადემიური პლატფორმებზე მითითებულ დროს.

5. ფაკულტეტის   სასწავლო პროცესის  მართვის  სამსახურმა   უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.